ილონ მასკის X-ს ევროკავშირის სოლიდური ჯარიმა ემუქრება

ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ს ევროკავშირის სოლიდური ჯარიმა ემუქრება, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ს ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი ამზადებს სარჩელს, რომელიც დაკავშირებულია X-ის ვერიფიკაციის ნიშნებთან.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს განცხადებით, X-ი არკვევს EU-ს ციფრული სერვისების შესახებ აქტს, რომელიც ძალაში შევიდა მიმდინარე წელს და მიზნად ისახავს ონლაინ კონტენტის გაუმჯობესებას.
უფრო კონკრეტულად, ევროკავშირი განმარტავს, რომ ილონ მასკის კომპანია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მიიღოს ვერიფიკაციის ნიშანი თანხის გადახდის შემდეგ მარტივად, რასაც მილიონობით მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს, აჩენს კითხვებს ავთენტურობის შესახებ და არღვევს სარეკლამო გამჭვირვალობის პრინციპებს.
როგორც Financial Times წერს, თუ ევროკავშირი ბრალდებებს დაამტკიცებს, ილონ მასკის კომპანიას მთლიანი ბრუნვის 6%-მდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ