ივნისში ხორბლის ფასი თვიურად 6.4%-ით შემცირდა – Galt & Taggart

2024 წლის ივნისში ხორბლის ფასი თვიურად 6.4%-ით შემცირდა. მიუხედავად კლებისა, გლობალურად მიწოდების მოლოდინი კვლავ პესიმისტურია, – ამის შესახებ Galt & Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში წერს.
Galt & Taggart-ის წინა მიმოხილვის მიხედვით, სა და რუსეთში შემცირებულ მოსავალს ელიან. დამატებით, წვიმების გამო ევროპის ორ მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში – საფრანგეთსა და ბრიტანეთშიც მოსავლის კლებაა მოსალოდნელი. ჩინეთში კი მარცვლეულს გვალვა უქმნის საფრთხეს. ბოლო თვეებში პეკინი გლობალურ ბირჟებზე მსხვილი შესყიდვებისგან თავს იკავებდა, ვინაიდან ადგილობრივი ბაზარი საკმარისად იყო გაჯერებული, თუმცა მოსავლის კლების ფონზე შეიძლება კვლავ მოუწიოს მსოფლიო ვაჭრობაში ჩაბმა, – ნათქვამია Galt & Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე