ივნისში ოქროს ფასი სტაბილური იყო და თვე უნციაზე $2,327-ით დახურა – Galt&Taggart

2024 წლის ივნისში ოქროს ფასი სტაბილური იყო და თვე თითქმის უცვლელად – ერთ უნციაზე $2,327 ღირებულებით დახურა. ამის შესახებ Galt & Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში წერს.
-ში დაფიქსირებული დასაქმების ძლიერი მაჩვენებლების შედეგად, საპროცენტო განაკვეთების კლების მოლოდინი კიდევ ერთხელ გადავადდა, რაც ოქროს ფასზე უარყოფითად მოქმედებს. ფედერალური რეზერვის წარმომადგენლების მიხედვით, მათ განაკვეთების კლების დაწყებამდე ინფლაციის შენელების მეტი მტკიცებულება სჭირდებათ.
ამ ეტაპზე, ბაზარზე წლის განმავლობაში განაკვეთების ერთი შემცირება ივარაუდება 2024 წლის დეკემბერში. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ინვესტორების სენტიმენტზე უარყოფითად მოქმედებს ჩინური ცენტრალური ბანკის მიერ 18-თვიანი უწყვეტი შესყიდვების შეჩერებაა. 2024 წლის მაისსა და ივნისში ჩინეთის სახალხო ბანკმა ძვირფასი მეტალი არ იყიდა. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ რომ ეს დროებითი პაუზაა და პროცესი კვლავ გაგრძელდება.
საქსო ბანკის მიხედვით „ჩინეთი ახლოსაც არაა ოქროს ყიდვის დასრულებასთან“. მოთხოვნა სხვა ცენტრალური ბანკების მხრიდან მაღალი რჩება, მოლოდინი კი კვლავ პოზიტიურია.
მსოფლიოს ოქროს კავშირის (WGC) გამოკითხვის მიხედვით, ცენტრალური ბანკების 81% ელის რომ შემდეგ 12 თვეში რეზერვებში ოქროს მოცულობა გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ განვითარებული ეკონომიკების ცენტრალური ბანკების 13% ოქროს შესყიდვას აპირებს. აქამდე, ძირითადად, განვითარებადი ქვეყნები იყვნენ მოთხოვნის ზრდის ძირითადი წყარო. რესპოდენტების მიხედვით, ცენტრალურ ბანკებში ოქრო პოპულარულია, რადგან ის გრძელვადიანად ინარჩუნებს ღირებულებას და კრიზისის დროს კარგი ჰეჯირებისა და ეფექტური დივერსიფიკაციის იარაღია.
ცენტრალურმა ბანკებმა 2022-23 წლებში ჯამურად 2,000 ტონა ოქროზე მეტი შეიძინეს. შესყიდვები 2024 წელსაც გაგრძელდა, რაც ფასებზე აისახა და მაისში ოქროს ახალ რეკორდულ ფასში – $2,450-ში ითარგმნა, – ნათქვამია Galt & Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ