იენს სტოლტენბერგი – უკრაინამ რუსეთის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან ფლოტის უკან დახევა შეძლო

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შავ ზღვაში ს სადესანტო ხომალდის ჩაძირვის ფაქტს გამოეხმაურა.
მ რუსეთის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეძლო. მათ, ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან ფლოტის უკან დახევა შეძლეს და ეს დიდი მიღწევა და დიდი გამარჯვებაა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გასულ წელს შავი ზღვა რუსული ხომალდებისთვის სახიფათო გახდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობებთან დაკავშირებით მოკავშირეების ოპტიმიზმს უკანასკნელი წარმატებაც ზრდის.
„ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რომ გასული წლის კონტრშეტევა უფრო წარმატებული არ იყო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ფრონტის ხაზის უმოძრაობის მიუხედავად, უკრაინამ მის მიღმა შეტევები განახორციელა. ხმელეთზე მნიშვნელოვანი ობიექტები გაანადგურა, მათ შორის აეროდრომებზე რუსული თვითმფრინავები, ასევე, ზღვაში რუსული ფლოტის განადგურება განაგრძო“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 14 თებერვლის დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ განადგურდა.