იენს სტოლტენბერგი – საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი

მომავალი საპრეზიდენტო რუსეთში არ იქნება არც თავისუფალი, არც სამართლიანი. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. და არჩევნები რუსეთში არ იქნება არც სამართალი და არც თავისუფალი. ვიცით, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ციხეში არიან, ზოგიერთი მოკლულია, ხოლო ბევრი გადასახლებულია… ასე რომ, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი [არჩევნები] არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე “სრულიად უკანონო და ისეთი, რომელიც საერთაშორისო სამართალს არღვევს” უწოდა არჩევნებს, რომელთა ორგანიზებასაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ