იანვარ–ივნისში, ექსპორტშიც და იმპორტშიც პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია

2024 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 933.9 მლნ. დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.8 პროცენტს შეადგენს. წინასწარი მონაცემები „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.
მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 156.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 143.0 მლნ. აშშ დოლარით (5.0 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 246.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.7 პროცენტი შეადგინა.
მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 631.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 318.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.3 პროცენტი).

ასევე დაგაინტერესებთ