“თუ პოლიციელს დაინახავთ კართან, მაშინვე ჩართეთ ლაივი” – დომენიკ მანგო

მეგობრებო, გამომდინარე წითელი რეჟიმიდან და ყველამ ვნახეთ უკვე რა მეთოდით ცდილობს ხელისუფლება ადამიანების ფიზიკურ დაზიანებას: 1. არ იაროთ მარტო; შეეცადეთ იყოთ მინიმუმ 2 ადამიანთან ერთად. 2. შეიძინეთ ე.წ წიწაკის სპრეი და შეეცადეთ, რომ ყველა თქვენგანს გქონდეთ თავდასაცავად. 3. შეიძინეთ წერტილოვანი სპრეი, რომელიც დაგიცავთ საპირისპირო დაზიანებისგან. 4. გამომდინარე იქიდან, რომ მოძალადეები გუნდურად ესხმიან თავს ადამიანებს, მუდმივად კონცენტრირებული იყავით ყველა მხრიდან მოგერიებისთვის. 5. მოძალადეებს უკეთიათ პირბადეები: შეეცადეთ ჩამოგლიჯოთ პირბადეები და თუ მოახერხებთ, განახორციელოთ ფოტო/ვიდეო აღბეჭდვა. 6. კანონის მიხედვით, მოგერიების შემთხვევაში, ყველა დანაშაული ბათილდება. 7. არ გაუღოთ კარი არავის. თუ პოლიციელს დაინახავთ კართან, მაშინვე ჩართეთ ლაივი სოციალურ ქსელებში. პოლიციელს არ აქვს უფლება, რომ აგიკრძალოთ ვიდეოს გადაღება.
ჩვენ დავძლევთ წითელ რეჟიმს. ძალა ერთობაშია, გავიმარჯვებთ!

ასევე დაგაინტერესებთ