“თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გულები…”

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

სოციალურ ქსელში უეფას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს მთელი მსოფლიოდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

  • ,,თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გულები…”
  • ,,რა თამაში იყო… საქართველოს ნაკრებს არ გაუმართლა, მათ ყველაფერი ჩადეს.”
  • ,,იტალიამ და ინგლისმა თამაში ამ გუნდებისგან უნდა ისწავლონ!”
  • ,,ასეთ მატჩს არ ველოდი, დიდი სიამოვნება მივიღე!”
  • ,,ჯერჯერობით ტურნირის საუკეთესო თამაში იყო!”
  • ,,პატივისცემა საქართველოს! ისინი ფრეს იმსახურებდნენ.”
  • ,,2:2 უნდა დასრულებულიყო, პოტენციურად ტურნირის საუკეთესო მატჩია!”
  • ,,წუთიერი დუმილი მათთვის, ვინც ამ მატჩს ვერ უყურა…”
  • ,,თურქეთის გამარჯვება იღბლის დამსახურება უფრო იყო. საქართველოს ნაკრებმა საოცრად ითამაშა, ვულოცავ ქართველებს და წარმატებებს ვუსურვებ!”
  • ,,მადლობა საქართველოს თურქეთიდან! მართალია მოვიგეთ, მაგრამ შესანიშნავად ითამაშეს.”
  • ,,საქართველოს თავდადება და მებრძოლი სული ბელგიის ნაკრების ტექნიკურ შესაძლებლობებს რომ დაუმატო, ევროპის ჩემპიონობისთვის მებრძოლ საუკეთესო გუნდს მიიღებ.”

ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის მომდევნო მატჩს შაბათს, 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.