თურქეთის ოქროს მაღაროში მეწყერი ჩამოწვა – 9 მაღაროელი დაკარგულად ითვლება

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მაღაროში მეწყერი ჩამოწვა, ცხრა მაღაროელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 400 მაშველი იღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ