თენგიზ თხილავა: და ჩვენ რატომ უნდა დავაფინანსოთ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები?

“ესე იგი, ის ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად დარეგისტრირდნენ, ჩვენი ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ?
და ჩვენ რატომ უნდა დავაფინანსოთ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები?
აი, ის გარყვნილების შემომტანები, ფულის წუწკები, გრანტიჭამიები და ასე შემდეგ?
თანაც – ორმაგი თანხებით?
ანუ, გამოდის, კარგ საქმეს აკეთებენ?
აბა, ცუდ საქმეზე ხომ არ დავაფინანსებთ!
და თუ კარგ საქმეს აკეთებენ, უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები როგორ არიან?
ან, უცხო ძალა კარგია?
და თუ ჩვენც დავაფინანსებთ და უცხო ძალაც, მერე რა ხდება?
თუ, უცხო ძალის დაფინანსებაზე უარი უნდა თქვან?
ჩვენ თუ დავაფინანსებთ და ისინი უცხო ძალის დაფინანსებაზე უარს იტყვიან, ესე იგი, უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები აღარ იქნებიან, არა?
უნდა ამორეგისტრირდნენ მერე, თუ რა უნდა ქნან?
და ჩვენი დაფინანსება რომ მიიღონ და ისევ უცხო ძალის ინტერესები გაატარონ, მერე?
მერმედამერმე?” – წერს სოციალურ ქსელში სცენარისტი თენგიზ თხილავა.
ცნობისათვის, ირაკლი მ განაცხადა: ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ.

ასევე დაგაინტერესებთ