თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებსა და ახალგაზრდა აკადემიურ პერსონალს ახალი შესაძლებლობა ეძლევა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებსა და ახალგაზრდა აკადემიურ პერსონალს ახალი შესაძლებლობა ეძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თსუსა და ტეხასის უნივერსიტეტ დალასთან (UT Dallas) პარტნიორობით შექმნილი პროექტის ფარგლებში ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში გაიძლიერებენ კვლევით უნარებს, აკადემიური წერის შესაძლებლობებსა და ჩაერთვებიან პროფესიულ ქსელებში.
„თსუ-სა და ამერიკული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ დოქტორანტები და ახალგაზრდა პროფესორები ბიოლოგიის, ბიზნესის/მენეჯმენტის, ქიმიის, კომპიუტერული მეცნიერებების, ეკონომიკის, ელექტრონული ინჟინერიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის, მათემატიკის, ფიზიკის, სოციალური ფსიქოლოგიისა და წყლის მეცნიერებების მიმართულებებიდან.
კონკურსში გამარჯვებულები 2026 წლის ივნისში გაემგზავრებიან 8-კვირიან პროგრამაზე დალასის უნივერსიტეტში. პროგრამა დაიწყება ინგლისური ენის ინტენსიური კურსით, რასაც მოჰყვება აკადემიური და საგრანტო პროექტების წერის, დისერტაციის მომზადებისა და პრეზენტაციის უნარების მოდულები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – კორუფციის მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა – სამომავლოდ, კორუფციისგან გამოწვეული ზიანის ზრდაა მოსალოდნელი