ზურაბ ჭიაბერაშვილი – განცხადებები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის, უნდა აღვიქვათ როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაბნევის მცდელობა – ეს კანონი თავისი არსით და მოტივაციით რუსულია

ნებისმიერი განცხადება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის სხვადასხვა ტონალობაში, უნდა აღვიქვათ როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაბნევის მცდელობა. ეს კანონი თავისი არსით და მოტივაციით არის რუსული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ს განცხადებას რუსულ კანონთან დაკავშირებით.
ჭიაბერაშვილის თქმით, როდესაც ს რეჟიმის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ „რუსული კანონი“ არ სჭირდება საქართველოს, ეს მათი მხრიდან სიტყვების თამაშია.
„როდესაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ რუსული კანონი არ სჭირდება საქართველოს, ეს მათი მხრიდან არის სიტყვების თამაში. სინამდვილეში ეს კანონი არის წმინდად რუსული, ეს კონგრესმენებმა მკაფიოდ თქვეს თავიანთ წერილში, რომ არანაირი სერთო ამ კანონს ან ამერიკულ, ან ევროპულ კანონებთან საერთო არ აქვს და შესაბამისად, ეს კანონი რის რუსული თავისი არსით და მოტივაციით, ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რაც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის სხვადასხვა ტონალობაში, უნდა აღვიქვათ როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაბნევის მცდელობა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით