ზურაბიშვილმა ევროპელებს ყურში უფუჩუნა, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„სანამ ქვეყნის შიგნით გარკვეული ძალები ცდილობენ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი წარმოგვიდგინონ უნიჭო სპექტაკლით ოპოზიციურ ლიდერად, ამასობაში აღნიშნულმა ქალბატონმა მოიარა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც ყველა პლატფორმაზე იქადაგა ოლიგარქ ივანიშვილის გადასარჩენი პოსტულატები, კერძოდ, რომ ის უკვე დაბრუნდა პოლიტიკაში და აღარ არის არაფორმალური მმართველი, რის გამოც მისი დასანქცირების საკითხი დგას, რომ პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში ეკისრება არა ოლიგარქს, არამედ პარლამენტსა და მთავრობას, თითქოს ეს ორგანოები მამაჩემის მოყვანილი იყოს და არა ივანიშვილის მოთრეული, ხოლო შემდგომ კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ერევა საქართველოს საარჩევნო საქმეებში, მაგრამ ვერ გაბედა დაეკონკრეტებინა, ვის სასარგებლოდ ერევა, – პლატფორმებზე, კულისებსა და ცალკეულ შეხვედრებზე აგრძელებდა ყურში ფუჩუნს ევროპელი და მსოფლიო ლიდერებისთვის, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, არ მართავს ქვეყანას დიქტატორული და არაფორმალური წესებით და რომ მისთვის სანქციები არ იქნება საკითის მომტანი ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის – აი მთელი ამოცანა, რაც მდგომარეობდა პრეზიდენტის მიუნხენურ ვოიაჟში, როდესაც მას შეეძლო საქართველოს ახალი ისტორია დაეწერა ამ კონფერენციიდან, გამოსულიყო და მოეთხოვა ოლიგარქის დასანქცირება, ემხილებინა მოსკოვის ხელისუფლება, საქართველოს ანექსია, ოკუპაცია და საარჩევნო ჩარევებში მოეთხოვა რეალური ნამდვილი , სადაც ერთი ხმა იქნება ერთი ხმა და არა ათასი“

ასევე დაგაინტერესებთ