“ზუგდიდში ვინ ახალია ვისი “წარსულის” სასტავი სად არის… ბოდიში, თუ მწარე ვარ” – ანა წითლიძე

“ენმ”–ის წევრი, ანა წითლიძე, “ახალის” თანადამფუძნებელს, ს ეხმაურება და წერს:
მე იმედი მაქვს რომ ნიკა გვარამიას ამ პოსტს გაითვალისწინებენ ზუგდიდში “ახლების” ის წარმომადგენლები რომლებიც ენმ- დან გადაბარგდნენ ახლებში. ს ფრაქციას ზუგდიდის საკრებულოში სახელი რომ გადაარქვეს და ახლები დაირქვეს, მიშას ხმებით რომ შევიდნენ საკრებულოში და თბილად ჩაჯდნენ გახარიასთან ერთად – აღარ ივლიან სოფელ სოფელ და აღარ იტყვიან რომ ერთნი ვართ და ცოტა ხმა ჩვენც მოგვეცითო.
ეს 2016 – ში ერთხელ უკვე უნახავს ჩვენს ამომრჩეველს. ასე ადვილად არ ტყუვდებიან. იმედი მაქვს კახა ჩანგელია, თემურ ბასილაია, მაია კალანდია, ბესო გაბუნია და სხვები ან რუსლან შამახია კუდის ყოფილი უფროსი – ზუგდიდისთვის რომ “ცინცხალი ახალი სახეა” თურმე და ჩვენ ვყოფილვართ წარსული. – იმუშავებენ საკუთარ და სხვა ამომრჩეველზე მაგრამ არა მიშას და ენმს ამომრჩეველზე ტყუილებით. იმედი მაქვს არც ნუგზარ წიკლაური მოყვება ზუგდიდში დრამებს და ტყუილებს. აქ ქოცების გასახარად კიდევ ბევრს არ დავწერ მაგრამ დიდი სირცხვილი თქვენი Nugzar Tsiklauri. დიდი იმედი მაქვს ამისი და მხოლოდ წარმატებები შემიძლია ვუსურვო ოღონდ ნამდვილი სიმართლით და ღირსებით არა ტყუილებით. ფოკუსი რომ ბიძინა და რუსული ოცნება არის ამიტომ არ დავწერ უფრო მეტს – თორემ ზუგდიდში ვინ ახალია ვისი “წარსულის” სასტავი სად არის – ნეტავ არ ვიცოდე. იმედი მაქვს ბოლო პოსტია ამ თემაზე ჩემთვის.

ასევე დაგაინტერესებთ