ზვიად მაისაშვილი, რომელსაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პერიოდში, რუსთაველის მეტროსთან სპეცრაზმის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ზვიად მაისაშვილი BBC-ის მიერ მომზადებული საგამოძიებო სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტია.
მაისაშვილის სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჟურნალისტი და აქტივისტი თორნიკე რაზმაძე ავრცელებს.
„ზვიოც დაიბარეს გამოკითხვაზე BBC-სთან დაკავშირებულ საქმეზე. შეგახსენებთ, რომ ზვიო მხოლოდ თვეების შემდეგ ცნეს დაზარალებულად და მის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დღემდე არცერთი ჯალათი არ არის იდენტიფიცირებული და მითუმეტეს დასჯილი”, – წერს სოციალურ ქსელში აქტივისტი თორნიკე რაზმაძე.




