ვხედავთ პრეზიდენტი როგორ არღვევს მეორეჯერ თუ მესამეჯერ კონსტიტუციას, როდესაც პირდაპირ ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, სგან გასაკვირი არაფერია, მათ შორის არც ის, რომ პრეზიდენტი ს ციხიდან გამოშვებას აპირებდა.
მისი თქმით, ის ახლა რადიკალური ოპოზიციის ლიდერად გვევლინება.
„სალომე ზურაბიშვილმა ზოგადად რიტორიკა რომ შეცვალა, ამას უკვე მიჩვეულები ვართ. არამარტო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რადიკალური ოპოზიციის მიმართაც პოზიცია შეცვლილია. ვხედავთ როგორ არღვევს მეორეჯერ, თუ მესამეჯერ კონსტიტუციას, როდესაც პირდაპირ ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში და გვევლინება რადიკალური ოპოზიციის ლიდერად. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ს შემდეგ რამდენიმე დღეში გეგმავდა, მიზანი კი პოლიტიკური ტემპერატურის აწევა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე