ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ს ეწვევა – დაგეგმილია შეხვედრები ჯო ბაიდენთან, კამალა ჰარისთან და დონალდ ტრამპთან

მომავალ კვირას -ს ეწვევა, დაგეგმილია შეხვედრები ჯო ბაიდენთან, კამალა ჰარისთან და დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მას “გამარჯვების გეგმას” წარუდგენს. უკრაინული სახელმწიფოს მეთაური ამ გეგმის დეტალების განხილვის, ასევე თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მოლოდინი აქვს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე გეგმავს შეხვედრებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან კამალა ჰარისთან, შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლებთან და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან,” – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღინიშნება, რომ ზელენსკი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, შეხვედრებს გამართავს ამერიკული თავდაცვითი და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე უკრაინულ დიასპორასთან.
ბაიდენისა და ზელენსკის დაგეგმილი შეხვედრა თეთრმა სახლმაც დაადასტურა. მათი ცნობით აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვედრას 26 სექტემბერს თეთრ სახლში გამართავენ. აღინიშნება, რომ ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ცალკე შეხვედრას გამართავს ზელენსკისთან თეთრ სახლში.
თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენი და ჰარისი “ხაზს გაუსვამენ თავის ურყევ ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერისადმი იქამდე, სანამ ის ამ ომში არ გაიმარჯვებს.”

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს