ვლადიმერ პუტინი 16-17 მაისს ჩინეთს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, 16-17 მაისს ჩინეთს ეწვევა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით, ს ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 16-17 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა“, – აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები გეგმავენ, დეტალურად განიხილონ ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების საკითხების მთელი სპექტრი. ️ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ასევე გაცვლიან მოსაზრებებს ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.
„მოლაპარაკებების შედეგად დაგეგმილია სახელმწიფოს მეთაურების ერთობლივი განცხადებისა და რამდენიმე ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერა“, – აცხადებენ კრემლში.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაში.
რუსეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს ლი ციანს და შეხვედრაზე მხარეები სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ