ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება

ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება
თუ ვინმე ოცნებობს საქართველოში რევოლუციაზე, არეულობასა და მეორე ფრონტზე, რასთან დაკავშრებითაც პირდაპირი მინიშნებებია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, ეს ოცნებები არავითარ შემთხვევაში არ ახდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობასა და ქვეყნის არევაზე, თუმცა ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მათ ამ გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს.
„ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს, პირველ რიგში, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება. ოცნებობს ის ხალხი, ვინც მსგავსი ტექსტები ჩაწერა „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნაში, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცმოძრაობას“ უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ

დღეს, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა არის განსაკუთრებულად ინტენსიური, თუმცა ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას და ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს რაიმე სახის ეფექტი