“ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა

“ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა. „საბვეის“ 11 რესტორანი თბილისში, ხოლო 5 რეგიონშია განთავსებული. საქართველოში თუ ქვეყნის გარეთ მოგზაურობის ყველაზე ცხელ სეზონზე „საბვეი“ მომხმარებლებს ახლა უკვე არა მხოლოდ ავტომაგისტრალის გორის, თერჯოლასა თუ არგვეთას მონაკვეთზე არსებულ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში, არამედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაშიც უმასპინძლებს. ახალი რესტორნის გახსნის საზეიმო ცერემონიალს „საბვეის“ MEASA, CIS და თურქეთის რეგიონალური დირექტორი ეფე ჩელიკი, „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრნენ.