ვიოლა ფონ კრამონის განცხადება ევროპელ ხალხს და პოლიტიკოსებს შორის არსებულ უფსკრულს გვაჩვენებს – დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ „საარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არა, -ში, ჩვენს დაზვერვასა და CIA-შია. რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა“.
„ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის მხრიდან ღიად დაფიქსირდა, რომ ისინი პრობლემას არა პუტინში, არამედ აშშ-ში და სხვა ქვეყნების მიმართ მათ დამოკიდებულებაში ხედავენ. რასაც ქალბატონი ვიოლა არა ჭეშმარიტებად არამედ არასწორი პოლიტიკის შედეგს აღიქვამს. ეს ლიბერალების მთავარ პრობლემას გვაჩვენებს, მათთვის განსხვავებული აზრი ყოველთვის მცდარია, საკუთარი პოზიცია კი ეჭვშეუტანელი სიმართლე. ფონ კრამონის განცხადება ევროპელ ხალხს და პოლიტიკოსებს შორის არსებულ უფსკრულს გვაჩვენებს, სამწუხაროდ ევროპარლამენტარების პოზიცია მოსახლეობის განწყობებს არ ასახავს. ევროპელი ამომრჩევლები აშშ-ში პრობლემის წყაროს, ფონ კრამონი კი ფულის წყაროს ხედავს….“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე