ვინ უპწკინა პაპუაშვილს და როდის “გაქოცდება” ევროპარლამენტი?

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეზოლუციაზე ამბობს, რომ “ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური დოკუმენტია, რომელსაც არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და ძალა”.
“ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა, რაც ასეთი სამწუხარო რეალობა, ივნისში ა ევროპარლამენტის, მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სათანადო მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს”, – თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს ის აღარ უთქვამს, რა აძლევს იმ იმედის საფუძველს, რომ ევროპარლამენტი “გაქოცდება”, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთი მეორეზე გმობენ რუსულ კანონს და მაინც ვინ და რომელი პოლიტიკური გუნდიდან დაკომპლექტდება მისი აზრით ევროპარლამენტი? მაშინ, როცა მხოლოდ იწონებს ამ კანონს, მართლა შეიძლება ფიქრობდეს პაპუაშვილი, რომ პესკოვი, დუგინი და მსგავნი მისნი იქნებიან ევროპარლამენტარები?

ასევე დაგაინტერესებთ