ვინ არიან ირანელი ძმები, რომლებსაც ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა სურთ

ვინ არიან ირანელი ძმები, რომლებსაც ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა სურთ
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით -ში ემიგრირებული ირანული უძრავი ქონებისა და IT ტექნოლოგიების ჯგუფი, Amidi Group დაინტერესდა, რომლის თანადამფუძნებელიც, საიდ ამიდი საქართველოში იმყოფება. ის აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი საც შეხვდა.
ვინ არიან Amidi Group-ის თანადამფუძნებელი ძმები ამიდები და რას წარმოადგენს კომპანია?!
Amidi Group-ის წინამორბედი ამიდის ოჯახის მიერ 1970-იანი წლების შუა პერიოდში დააარსებული Bella Industrial Group-ია, რომელიც ირანში მეშვიდე უმსხვილესი ინდუსტრიული და კერძო საკუთრებაში არსებული კონგლომერატი იყო. ჯგუფი თავიდან ფეხსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და დისტრიბუტორი იყო, შემდეგ კი ახალ ინდუსტრიებში გაფართოვდა, როგორიც არის ტყავის წარმოება, ტექსტილი, შეფუთვა, ტანსაცმლისა და საბანკო წარმოება.
1970-იანი წლების ბოლოს, ირანში არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა კლიმატმა ოჯახი აიძულა, აშშ-ში გადასულიყო, სადაც ბიზნესი კვლავ ნულიდან დაიწყო.
1979 წელს კალიფორნიის ქალაქ პალო-ალტოში ამიდის ოჯახმა ხალიჩების პატარა საცალო მაღაზია, Medallion Rug Gallery გახსნა, რომელიც დღემდე მუშაობს. პატარა ბიზნესი ამჟამინდელ მრავალფეროვან და მრავალეროვნულ Amidi Group-ში გადაიზარდა.
“კომპანიების ჯგუფის ორი მთავარი მენეჯერი, რაჰიმ და საიდ ამიდები არიან, რომლებმაც სტარტაპებში, საერთაშორისო სავაჭრო კომპანიებში, წარმოებასა და დისტრიბუციაში, სხვადასხვა, მათ შორის, უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიებში როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო დონეზე სათითაოდ 35 და 30-წლიანი გამოცდილება დააგროვეს,” – წერია კომპანიის ვებგვერდზე.
კერძოდ, რაჰიმი ამჟამად ტექნოლოგიების ინვესტორი და სერიული მეწარმეა, რომელსაც ადრეული სტადიის ვენჩურული კაპიტალით საქმიანობის, ასევე, კომერციული უძრავი ქონების განვითარებისა და მართვის სფეროში 35 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის სილიკონის ველისა და ლოს-ანჯელესში მქონე ქსელით 1998 წლიდან ადრეული ეტაპის სტარტაპების წარმატებული ინვესტორია. მის მიერ ინვესტირებულია PayPal, DropBox, Genapsys, CourseHero, ApplyBoard, Guardant Health, SoundHound, ასევე, Walmart-ის მიერ შეძენილი სტარტაპ Vudu; Thermo Fisher Scientific-ის მიერ შეძენილი IntegenX; Siemens-ის მიერ შეძენილი სტარტაპ Camstar; ON Semiconductor-ის მიერ შეძენილი Quantenna Communications; Marvell Technology-ის მიერ შეძენილი Aquantia; Webroot-ის მიერ შეძენილი CyberFlow Analytics; Google-ის მიერ შეძენილი NextBio, Surkus და Tenor, ასევე, The Bouqs Company.
რაჰიმი 1980 წელს Amidi Group-ის თანადამფუძნებელი გახდა. ეს იყო დისტრიბუციის, ვაჭრობის, საცალო და უძრავი ქონების აქტივების მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების კონგლომერატი. ბოლო 35 წლის განმავლობაში ის Amidi Group-ის რამდენიმე კომპანიის ოპერაციებსა და მენეჯმენტს ხელმძღვანელობს.
ძმის, რაჰიმის მსგავსად, საიდიც ტექნოლოგიური ინვესტორი და სერიული მეწარმეა, რომელსაც წარმატებული კომპანიების დაარსებაში, ოპერირებასა და განვითარებაში 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ისიც ადრეული ეტაპის სტარტაპებში ინვესტირებს. საიდმა ბიზნესი იაპონიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ბრაზილიასა და მექსიკაში გააფართოვა.
მან 2006 წელს ინოვაციური პლატფორმა, Plug and Play შექმნა, რომელმაც 9 მლრდ დოლარზე მეტი მიიზიდა. Plug and Play-ს მთელს მსოფლიოში 30-ზე მეტი ფილიალი აქვს და ვენჩურული კაპიტალით 400-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს. ამასთან, 1998 წლიდან მის მიერ ინვესტირებული ცნობილი სტარტაპებია Google-ის მიერ შეძენილი api.ai; Pinterest-ის მიერ შეძენილი URX; Airbnb-ის მიერ შეძენილი ChangeCoin და სხვ.
საიდი, რაჰიმთან ერთად, 1980 წლიდან Amidi Group-ის თანადამფუძნებელია.
ამჟამად Amidi Group, სხვადასხვა ჰოლდინგისა და ბრენდის გარდა, 1 მლნ კვადრატულ ფუტზე მეტ უძრავ ქონებას ფლობს და მართავს, ხოლო ჯგუფის მართვაში არსებული აქტივები 2 მლრდ დოლარს აღემატება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ