ვენიდან დიპლომატების გაძევების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ავსტრიის ელჩი დაიბარეს

ვენიდან დიპლომატების გაძევების გამო ს საგარეო საქმეთა სამინისტროში ავსტრიის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ავსტრიის ელჩს დაიბარებენ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
შეგახსენებთ, გუშინ, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი მათი საქმიანობის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებლობის გამო „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა.
რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით ავსტრიის გადაწყვეტილებას შესაბამის პასუხს გასცემდა.

ასევე დაგაინტერესებთ