„ეს არის დიდი მიღწევა“ – სტოლტენბერგი უკრაინის ბოლო წარმატებაზე შავ ზღვაში

უკრაინელებმა შეძლეს სერიოზული ზიანის მიყენება ს შავი ზღვის ფლოტისთვის – ასე ეხმაურება ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მორიგი რუსული სადესანტო ხომალდის, „ცეზარ კუნიკოვის“ განადგურებას.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მ შავი ზღვა რუსული გემებისთვის სახიფათო გახადა გასულ წელს.
„უკრაინამ რუსეთის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეძლო. მათ, ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან ფლოტის უკან დახევა შეძლეს და ეს დიდი მიღწევა და დიდი გამარჯვებაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, ეს, ასევე, ზრდის მოკავშირეების ოპტიმიზმს შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების მიმართ.
„ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რომ გასული წლის კონტრშეტევა უფრო წარმატებული არ იყო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ფრონტის ხაზის უმოძრაობის მიუხედავად, უკრაინამ მის მიღმა შეტევები განახორციელა. ხმელეთზე მნიშვნელოვანი ობიექტები გაანადგურა, მათ შორის აეროდრომებზე რუსული თვითმფრინავები, ასევე, ზღვაში რუსული ფლოტის განადგურება განაგრძო“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, „მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ცოტას სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო“, ამიტომ უკრაინამ მოლოდინს გადააჭარბა.
„ახლა უკრაინას შეუძლია მარცვლეულისა და სხვა საქონლის ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე. სულ რამდენიმე თვის წინ ცოტას სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი რეალურად ხდება, მიუხედავად რუსეთთან შეთანხმების არარსებობისა. ეს აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარებსა და კომპეტენციას. ეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ქმედებების, უნარების, გამბედაობის შედეგია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეების დახმარება და მხარდაჭერა“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ