ესპანეთში 2000 წლის წინანდელი ღვინო თხევადი ფორმით აღმოაჩინეს

ესპანეთში უძველესი ღვინო აღმოაჩინეს, რომელიც თხევად ფორმაში 2000 წლის განმავლობაში ინახებოდა. აღმოჩენა არქეოლოგებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ანდალუსიის ქალაქ კარმონაში მდებარე უძველეს სამარხში გააკეთეს.
The Guardian წერს, რომ მანამდე თხევად ფორმაში ყველაზე ძველი ღვინო გერმანიაში 1867 წელს იყო ნაპოვნი და ახალი წელთაღრიცხვით 325 წლით თარიღდებოდა.
მეცნიერების შეფასებით, ესპანეთში, სამარხში აღმოჩენილ ჭურჭელში ნაპოვნი სითხე თავდაპირველად თეთრი ღვინო უნდა ყოფილიყო, თუმცა 2000 წლის განმავლობაში ფერმენტაციის შედეგად სითხე მოწითალო-მოყავისფრო გახდა.
სამარხში იპოვეს კრემაციის შედეგად დარჩენილი ადამიანის ძვლების ფერფლი, 2000 წლის წინანდელი სუნამო, ოქროს ბეჭედი და 5 ლიტრამდე წითელი შეფერილობის სითხე ბოთლში, რომელიც ტესტირების შედეგად ღვინო აღმოჩნდა:
„ჩვენ ვეძებდით ბიომარკერებს, თუ რა ქიმიური შემადგენლობის იყო ნაპოვნი სუბსტანცია და აღმოვაჩინეთ, რომ ის შეესაბამებოდა ანდალუსიის რეგიონში დაყენებული ღვინის მონაცემებს,“ — აცხადებენ კვლევაში მონაწილე ქიმიკოსები.

ასევე დაგაინტერესებთ