ესპანეთში მოკლეს რუსი პილოტი, რომელმაც უკრაინას გატაცებული ვერტმფრენი გადასცა – მედია

ესპანეთში მოკლული იპოვეს რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელმაც წინა წელს ვერტმფრენი „მი-8“ მოიპარა და ს გადასცა, იუწყება ადგილობრივი სააგენტო Efe საგამოძიებო ორგანოებში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
კუზმინოვის მკვლელობას ადასტურებენ უკრაინული წყაროებიც. „გადაწყვიტა ესპანეთში ეცხოვრა. რაც ვიცით, ისაა, რომ ყოფილი შეყვარებული დაპატიჟა და მოკლული იპოვეს“, – ამბობს „უკრაინსკა პრავდას“ წყარო. Efe-ს ცნობით, კუზმინოვს ექვსჯერ ესროლეს, რაც მკვლელობის „შურისძიების მოტივით“ ჩადენაზე მიუთითებს.
მართალია, ესპანეთში მოკლულ პირს თან 33 წლის უკრაინელის დოკუმენტები ჰქონდა [პილოტი კი 28 წლის იყო], Efe აღნიშნავს, რომ მისი წყაროების ინფორმაციით, მოკლული სწორედ რუსი პილოტი იყო.
კუზმინოვის მოკვლა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომაც.
მოკლულმა პილოტმა უკრაინას ვერტმფრენი 2023-ის სექტემბერში გადასცა და ფულადი ჯილდოც მიიღო.
უკრაინული მხარე, კერძოდ კი ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (გურ), მოუწოდებდა ს მოქალაქეებს, კუზმინოვისთვის მიებაძათ. რუსი სამხედროებისთვის უკრაინის მხარეზე ტექნიკით გადასვლისთვის ჯილდოდ ფულადი თანხის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტის 2022 წლის ბრძანებითაა გათვალისწინებული.
„უკრაინა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოა. ჩვენს ვალდებულებებსაც ვასრულებთ და საერთაშორისო სამართალსაც ვიცავთ. ასე, რომ, იმ რუსებს, ვისაც არ სურთ სამხედრო დამნაშავეები გახდნენ – გთხოვთ, დანებდით, გადმოდით უკრაინის მხარეს და დაიცავით თქვენი სინდისი და ღირსება, იბრძოლეთ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გურ-ის პრესსპიკერმა ანდრეი უსოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“