ეროვნული ნაკრები დღეს ფელბერტში საწვრთნელ ვარჯიშს ჩაატარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართელოს ნაკრები პორტუგალიის წინააღმდეგ, ზუსტად ორ დღეში, 26 ივნისს ღამის 23 საათზე გამართავს.
დღეს ისინი ფელბერტში საწვრთნელ ვარჯიშს ჩაატარებენ, უკვე ხვალ კი (25 ივნისს) ვილი სანიოლის გუნდი გელზერკირხენში გაემგზავრება. პორტუგალიასთან დაპირისპირების ადგილი არენა აუფშალკეა. ზუსტად ორ დღეში გაირკვევა, შეძლებენ თუ არა ჩვენი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან ნაკრების გაყვანას.
მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ პორტუგალია ძალიან ძლიერი მეტოქეა, შესაბამისად ეროვნული ნაკრები მიმდინარე დღეებში ძალებს აღიდგენს, რათა დადებით შედეგს მივაღწიოთ. ნაკრების მზადებაზე, მოლოდინებსა და განწყობებზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტიც საუბრობს. ალექსანდრე იაშვილის თქმით, ყველა თანხმდება, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან დიდი შენაძენია ევროპის ჩემპიონატზე.
ჩეხეთთან ფრედ 1:1 დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ