ევროპულმა საქართველომ პოლიტიკური პროექტი “ახალი რესპუბლიკა” დაიწყო

ევროპულმა საქართველომ პოლიტიკური პროექტის, ახალი რესპუბლიკის გადაღება დაიწყო. პარტიის ინფორმაციით, პროექტის პირველი სერია ქალაქის თეატრში გადაიღეს. აღნიშნული პროექტის განმავლობაში პარტიის ორი გუნდი ეცდება ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ სწორედ ის შეძლებს საუკეთესოდ წარმოადგინოს მათი ინტერესები საქართველოს პარლამენტში.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ს თქმით, ახალი რესპუბლიკა პირველად 18 მარტს, ევროპული საქართველოს Youtube-სა და სხვა არხებზე გავა.
მისი თქმით, ეს არის რამდენიმე სერიისგან შემდგარი ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეები ქართველი ხალხის პრიორიტეტებსა და პრობლემებს აიღებენ და შოუს განმავლობაში ამ პრობლემებზე პარტიის პასუხებს წარმოადგენენ.
“ევროპული საქართველო სხვა პარტიებისგან განსხვავებით, საპარლამენტო სიას ამომრჩევლის კარნახით ადგენს. გვაქვს პრამიერიზი, სადაც ორი სია მონაწილეობს, ერთის კაპიტანი მე ვარ, მეორესი გიგა და სწორედ ჩვენი კონკურსით შეიქმნება საბოლოო სია, რომლითაც ნაციონალურ არჩევნებში ვიბრძოლებთ. ამ პროექტის ამოცანაა, რომ მაქსიმალურად აანთოს ჩვენი ამომრჩეველი და ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიამდე ერთი კამპანია უკვე ჩატარებული გვექნება. შესაბამისად, ჩვენს ამომრჩეველს საარჩევნო კამპანიამდე ეცოდინება, თუ რას ცვლის ევროპული საქართველო ხალხისთვის” – თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
პარტიის თავჯდომარის, ს თქმით, ევროპულ საქართველოში არის შიდა კონკურენცია იმაზე, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს საპარლამენტო არჩევნების სია.
“ჩვენ გვაქვს ორი ამოცანა-გუნდებს აქვთ ამოცანა, რომ მოცემული პოზიციების დაცვის საკუთარი ხარისხი აჩვენონ კონკურენტებთან შედარებით, თუმცა ამავე დროს, მიზანია, რომ ჩვენი ხედვა და იდეები მთლიან საზოგადოებას გავაცნოთ, რათა ბევრ მოქალაქეს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. ერთადერთი მომავალი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება გვქონდეს, არის აქტიური მოქალაქეების მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამისთვის ეს პრაიმერიზი, ისევე როგორც შინაარსზე ბევრი საუბარი, ევროპულ საქართველოს მიგვაჩნია ერთადერთ სწორ გზად”- თქვა გიგა ბოკერიამ
საინიციატივო ჯგუფებმა ევროპული საქართველოს შიდაპარტიულ პრაიმერიზში ორი კონკურენტი საპარლამენტო სია 2023 წლის 30 დეკემბერს წარადგინეს. საარჩევნო სია, რომლითაც პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავა, პრაიმერიზში მონაწილე ორივე სიით დაკომპლექტდება, მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.
პრაიმერიზის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ევროპული საქართველოს ახალი პოლიტსაბჭოც.
წარდგენილი ორი სიიდან პირველის ინიციატორები პარტიის გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი არიან, მეორესი კი –ევროპული საქართველოს კამპანიის მენეჯერები ვასილ მათითაიშვილი და ცოტნე პატარაია, ასევე თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი სალომე ხვადაგიანი.