ევროპული საქართველო “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმას შეუერთდა

პარტია ევროპული საქართველო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ერთიანობის კოალიციას შეუერთდა – ინფორმაცია გაერთიანების შესახებ დადასტურდა 17 აგვისტოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ყრილობაზე. ამ შეკრებაზე ენმ-ს თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კოალიციური გამსხვილების მთავარ მოტივატორად ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკასვილი დაასახელა. აღნიშნა, რომ კოალიციური გამსხვილების მთავარი მოტივატორი, იყო.
„ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ უერთდება კიდევ ერთი პროდასავლური, ევროპული სახალხო პარტიის წევრი პარტია „ევროპული საქართველო და მისი ლიდერი გიგი წერეთელი. ის არის ერთ-ერთი გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი არჩევითი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და წარმოადგენდა საქართველოს. მე მინახავს როგორ სცემენ მას პატივს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც ის იყო პრეზიდენტი მრავალი წლის მანძილზე და ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის პრესტიჟი, საქართველოს პრესტიჟია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
პარტიისგან განსხვავებული გზა აირჩია ევროპული საქართველოს წევრმა, ბესო დონაძემ – 17 აგვისტოს ცნობილი გახდა რომ ის “ახალს” უერთდება.
“ევროპული საქართველო” მისმა თავმჯდომარემ, მ, ასევე თამარ ჩერგოლეიშვილმა, ოთარ კახიძემ, ვახტან კალოიანმა, თენგო კირთაძემ და სხვა წევრებმა 1 აგვისტოს დატოვეს პარტიის შიდა პრაიმერიზის შედეგების მიუღებლობის გამო დაპირისპირების შედეგად. პარტიის ორად გაყოფაზე პარტიაში დარჩენილმა გიგი წერეთელმა 15 აგვისტოს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ გაყოფა “ეგოების” ბრალი იყო.
“ევროპული საქართველოდან” წამოსულებმა პარტიის ორად გაყოფიდან ორ კვირაში, 15 აგვისტოს ახალი პარტია, “ფედერალისტები დაარსეს”.

ასევე დაგაინტერესებთ