ევროპული ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი – ვიღებთ ბევრ ზარს, შეკითხვას – კომპანიები ცდილობენ გაიგონ, რა ხდება და სად მივდივართ

უამრავ სატელეფონო ზარს და შეკითხვას ვიღებთ, რადგან კომპანიები ცდილობენ, გაიგონ, რა ხდება და საით მივდივართ. თუკი კომპანია ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შეაჩერებს, ეს 4-5 წლით უკან დაბრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში (EBA) ვიცე-პრეზიდენტმა, ირინა საკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციები ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კომპანიების უმეტესობას ინვესტიციის განსახორციელებლად გადაწყვეტილების მისაღებად დაახლოებით 2,3,4 წელი სჭირდებათ. ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა ფაქტორებზე. საქართველო ნამდვილად ინვესტიციების ბუმს განიცდიდა, აქ წარმოდგენილები არიან ევროპული კომპანიები, ძალიან გამჭვირვალე ფინანსური კანონის წყალობით, რომელიც არის ესტონური მოდელის კანონი. რაც შეეხება ამ კანონს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“], უამრავ სატელეფონო ზარს და შეკითხვას ვიღებთ, რადგან კომპანიები ცდილობენ, გაიგონ, რა ხდება და საით მივდივართ. თუკი კომპანია ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შეაჩერებს, ეს 4-5 წლით უკან დაბრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა ირინა საკიმ.
მისი თქმით, ხუთი თვის წინ ყველა ზეიმობდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა, ხუთ თვეში განვითარებულმა არასტაბილურობამ მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყნის იმიჯი.
„იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო კომპანიების უმრავლესობისთვის საქართველო იყო ჰაბი კავკასიის რეგიონში და კომპანიების უმეტესობა ღებულობდა გადაწყვეტილებას, სათავო ოფისი საქართველოში ჰქონოდა, არსებული ვითარების გამო, ზოგიერთი კომპანია თავისი გადაწყვეტილების ხელახლა განიხილავს და ბიზნესის გადატანას ცდილობს“, – აღნიშნა ევროპული ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს