ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან დასრულდა – 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან დასრულდა.
25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 32-ე წუთზე გაიტანა და ტაბლოზე საქართველო – თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დააფიქსირა, შეხვედრის პირველი ტაიმი სწორედ ფრედ დასრულდა.
თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა 3:1 – თურქეთის სასარგებლოდ დასრულდა.
შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ