ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა

გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩში გამართა. ქართველი ფეხბურთელები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ანგარიშით 1:3 დასრულდა.
თამაშის პირველ ტაიმში ანგარიში მერთ მიულდიურიმ 25-ე წუთზე გახსნა, 32-ე წუთზე კი გიორგი ქოჩორაშვილის პასით გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში თურქეთის ნაკრები 65-ე წუთზე არდა გიულერიმ დააწინაურა, მესამე გოლი კი ქერემ აკტურკოღლუმ გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს. ის „F” ჯგუფში ასპარეზობს და მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს ჩეხეთთან, 26 ივნისს კი პორტუგალიასთან გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“