ევროკავშირში გაწევრიანება სისულელეა და კონსტიტუციაში არ უნდა ჩაგვეწერა – „იმედის“ მფლობელი

„ეს – ევროკავშირში გაწევრიანება არის აყვანილი საკრალურ, დოგმატურ დონეზე. იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ კონსტიტუციაში წერია… ჩემი აზრით, სისულელეა და არ უნდა ჩაგვეწერა. რა უნდა ასეთ რაღაცებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია” – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ტელეიმედი ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში” განაცხადა.
მისი თქმით, გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ ევროკავშირში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მინდა შესვლას“ – ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანიას“ ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია. როცა ევროკავშირზე ვსაუბრობთ, არ ხდება გარჩევა, თითქოს ყველაფერი მეათეხარისხოვანია ამ ერთი საკითხის გარდა ქვეყნის მომავლისთვის. ამ არჩევნებზე შევდივართ ისე, რომ არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არაფერზე საუბრობენ გარდა ევროკავშირის გარშემო. თითქოს უპირობო შესვლაა, ნებისმიერ ფასად, არ ხდება გარჩევა რა მინუსებს და რა პლუსებს მოგვიტანს ევროკავშირი“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე