ევროკავშირმა Яндекс-ის თანადამფუძნებელს, არკადი ვოლოჟს სანქციები მოუხსნა

ევროკავშირმა Яндекс-ის თანადამფუძნებელს, არკადი ვოლოჟს სანქციები მოუხსნა.
ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წელს ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოხვდა – როგორც Яндекс-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. სანქციების დაწესების შემდეგ ვოლოჟი კომპანიაში დაკავებული ყველა თანამდებობიდან გადადგა.
2023 წლის აგვისტოში ვოლოჟმა ომის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას უკრაინის მიმართ და განაცხადა, რომ მას 2022 წლის თებერვლის შემდეგ Яндекс-თან კავშირი აღარ აქვს. ამასთან, ვოლოჟის თქმით, ის 2014 წლიდან ისრაელში ცხოვრობს. ამ ყველაფრის შემდეგ ვოლოჟმა ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს სანქციების მოხსნის შესახებ.
გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქციები მოუხსნა კიდევ ორ ადამიანს: კორპორაცია Система-ს ყოფილ ვიცეპრეზიდენტს, სერგეი მნდოიანცსა და რუსული მოტოკლუბის, Ночные волки-ს ევროპული ფილიალის ხელმძღვანელს, იოზეფ ჰამბლეკს.
ასევე, სანქციების სიიდან ამოიღეს 9 გარდაცვლილი ადამიანი, მათ შორის, ვაგნერის ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამავე ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი კვალვ სიაში რჩება.