ევროკავშირი ხანძრების შედეგად დაზარალებულ პორტუგალიას ნახევარ მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი პორტუგალიას ნახევარ მილიარდ ევროს გამოუყოფს ტყის კატასტროფული ხანძრების შემდეგ ქვეყნის აღდგენაში დასახმარებლად.
ახლა მინისტრთა კაბინეტი იწყებს ზარალის შეფასებას ცალკეულ დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში – რაც საშუალებას მისცემს მიღებული დახმარების უფრო საფუძვლიანად განაწილებას. ლისაბონი იმედოვნებს, რომ აღდგენა სწრაფად და ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე დაიწყება.
მთავრობა ასევე მუშაობს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამომწურავ ანგარიშზე: არსებობს ვარაუდის საფუძველი , რომ ხანძრის ნაწილი დაუდევრობის, ბოროტმოქმედების ან კომერციული ინტერესების შედეგი იყო. ამასთან დაკავშირებით, ათზე მეტი ადამიანი დააკავეს.
euronews

ასევე დაგაინტერესებთ