,,ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს ევროკავშირის გზაზე დემოკრატიული ქვეყნის შესახებ”- ბორელი

საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ სხდომამდე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ევროპული მომავლის შესახებ კარგი საუბარი ჰქონდა.
„კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ სხდომამდე.
ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს ევროკავშირის გზაზე დემოკრატიული ქვეყნის შესახებ“, – წერს ბორელი პლატფორმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე