ევროკავშირის ხახვის ბაზარი – უნდა ველოდოთ თუ არა ფასების ახალ რეკორდს?

ხახვის ფასი ევროკავშირში კვლავ იზრდება. East-fruit-მა გააანალიზა თუ რა არის ამის მიზეზი.
წითელი ზღვა და ჰუთები
ევროპას არასეზონური ხახვის მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალი ზელანდიიდან შემოაქვს, თუმცა, იმის გამო, რომ სამოქალაქო გემებზე ჰუთის ტერორისტული თავდასხმების შედეგად წითელ ზღვაში გადასასვლელი დაბლოკილია , ტვირთს უწევს აფრიკის შემოვლა, რაც 12-17 დღით აგრძელებს მარშრუტს და ზრდის მის ღირებულებას. ანალოგიური პრობლემაა ხახვის მიწოდებასთან დაკავშირებით აზიის სხვა ქვეყნებიდანაც. კერძოდ, ინდოეთი და ჩინეთი ხახვს აწვდიან რეგიონს იმავე საზღვაო გზით.
ეგვიპტიდან ხახვის ექსპორტი აკრძალულია
ეგვიპტემ ხახვის ექსპორტზე აკრძალვა კვლავ გაახანგრძლივა. იმისდა მიუხედავად, რომ უცხოური ვალუტის მწვავე დეფიციტის გამო ქვეყანა დეფოლტის ზღვარზეა და ადგილობრივი ფუნტის რეალური კურსი უკვე ორჯერ აღემატება ოფიციალურ კურსს, ქვეყანა ნებაყოფლობით ტოვებს ერთ-ერთ მთავარ წყაროს. ამავდროულად, ეგვიპტე არის ხახვის უმსხვილესი მიმწოდებელი ევროკავშირის ქვეყნებისთვის. შესაბამისად, ეს ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს ბაზარზე და ხელს უწყობს შემდგომი ფასის ზრდას.
ცენტრალურ აზიაში ხახვის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები და ლოგისტიკური სირთულეები
ეგვიპტემ ხახვის ექსპორტზე აკრძალვა კვლავ გაახანგრძლივა. იმისდა მიუხედავად, რომ ქვეყანა დეფოლტის ზღვარზეა უცხოური ვალუტის მწვავე დეფიციტის გამო და ადგილობრივი ფუნტის რეალური კურსი უკვე ორჯერ აღემატება ოფიციალურ კურსს, ქვეყანა ნებაყოფლობით ტოვებს თავის ერთ-ერთ მთავარ წყაროს. ამავდროულად, ეგვიპტე ევროკავშირის ქვეყნებისთვის ხახვის უმსხვილესი მიმწოდებელია, რაც გავენას ახდენს ბაზარზე და ხელს უწყობს ფასების ზრდას.
ცენტრალური აზიის ქვეყნებს, პირველ რიგში, უზბეკეთსა და ყაზახეთს, აქვთ ხახვის დიდი მარაგი და ხახვი იქ ძალიან იაფია. უფრო მეტიც, ისინი დიდი ზომისაა, რაც ევროკავშირში დეფიციტია. მაგრამ არის მონეტის მეორე მხარეც – ბოლო დროს გავრცელდა მრავალი ცნობა კლიმატის კონტროლის გარეშე შესანახ ობიექტებში ხახვის გაშენების დაწყების შესახებ, რაც დიდ რისკებს უქმნის ევროკავშირში იმპორტიორებს.
კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ბოლო დღეებში ყაზახეთსა და უზბეკეთში ამინდის გაუარესების გამო გზებზე თოვლი და ლიპყინულია, რაც უარყოფითად აისახება პროდუქციის მიწოდების სიჩქარეზე და კიდევ უფრო ზრდის რისკებს.
ტაჯიკეთიდან ხახვის ექსპორტის აკრძალვა
ეს, რა თქმა უნდა, არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ გასათვალისწინებელია. ტაჯიკეთმა არაოფიციალურად აკრძალა ხახვის ექსპორტი, თუმცა მისგან კარგი ფულის გამომუშავება შეიძლებოდა. ევროკავშირისთვის კი ეს ხახვი ზედმეტი არ იქნებოდა, მით უმეტეს, რომ იქ ხახვის მარაგები დიდია და 1 კგ-ს ღირებულება 9 ცენტია.
დასკვნები
ხახვის პირველი პარტიები ესპანეთის სამხრეთ რეგიონებიდან ბაზარზე 2024 წლის აპრილის შუა რიცხვებისთვის გამოვა. ეს ხახვი ასევე ძვირი იქნება, რადგან ესპანეთში ამჟამინდელი ფასები მაღალია და ხახვის მარაგი ყველა დროის დაბალ დონეზეა. ხახვის ფასი მაღალია იტალიაშიც, სადაც პირველი მოსავალიც მხოლოდ აპრილის შუა რიცხვებში იქნება.
ამრიგად, დიდი ალბათობით, ვითარების სერიოზული ცვლილებები ევროკავშირის ხახვის ბაზარზე 2024 წლის მაისის შუა რიცხვებამდე არ უნდა იყოს მოსალოდნელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხახვის ფასმა შესაძლოა შარშანდელ მაჩვენებელს გადააჭარბოს და ახალი რეკორდები დაამყაროს.

ასევე დაგაინტერესებთ