ევროკავშირის ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთის წილი, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს

მიმდინარე წლის ივნისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 5.3%-ით შემცირდა, – ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, ფასის კლების მიუხედავად, თვის განმავლობაში სექტორში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა.
კვლევაში განმარტებულია, რომ „ევროკავშირის ბუნებრივი აირის იმპორტში ს წილი შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს“. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ხუთწლიანი შეთანხმება გაზის ტრანზიტის შესახებ მიმდინარე წლის ბოლოს იწურება.
„განცხადებების მიხედვით, არც და არც ევროკავშირი კონტრაქტის გახანგრძლივებით დაინტერესებული არაა. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ უკვე გააფორმა LNG-ის შესყიდვის ხელშეკრულება ამერიკულ კომპანიასთან. უკრაინისთვის ახალი მიწოდების წყაროს გაჩენასთან ერთად, ხელშეკრულება აღმოსავლეთ ევროპის ენერგო უსაფრთხოებას უწყობს ხელს“, – აღნიშნულია კვლევაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის ბაზრის დაკარგვის შემდეგ, რუსეთს კვლავ უჭირს სტაბილური და მსხვილი მომხმარებლის მოძიება.
„ჩინეთთან Power of Siberia 2 პროექტზე საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ ნაადრევია. დამატებით, ევროკავშირი კრძალავს მისი ტერიტორიიდან რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) რეექსპორტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაჭრობა რუსული LNG ექსპორტის მცირე წილს იკავებდა, აკრძალვა მაინც შეასუსტებს ზოგიერთ ბაზართან კავშირს. სანქციებისთვის თავის ასარიდებლად რუსეთი ბუნებრივი აირის ჩრდილოვანი ფლოტის შექმნას ცდილობს. მსგავსი მანევრი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის აქამდეც გამოიყენებოდა, LNG-ის შემთხვევაში კი შედარებით რთული იქნება. პირველ რიგში, LNG-ის გადამზიდი გემები ბევრად მცირეა ნავთობმზიდების რაოდენობასთან შედარებით. დამატებით, ერთი ტანკერიდან ნავთობის მეორეში გადატანა შუა ოკეანეშივეა შესაძლებელი, რაც მისი წარმომავლობის დამალვას ამარტივებს. LNG-ის შემთხვევაში იგივე პროცესი თითქმის შეუძლებელია“, – ვკითხულობთ ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში.