“დრონების წარმოებას თითქმის 10–ჯერ გავზრდით” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განაცხადებით, დრონების წარმოებას დაახლოებით ათჯერ გაზრდის და წელს თითქმის 1.4 მილიონ დრონს დაამზადებს.
ჯამში 2023 წელს რუსულ შეიარაღებულ ძალებს დაახლოებით 140 000 სხვადასხვა სახის უპილოტო საფრენი აპარატი მივაწოდეთ… წელს დაგეგმილია, რომ დრონების წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. უფრო ზუსტად, თითქმის 10-ჯერ” – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა სანქტ-პეტერბურგში დრონების წარმოების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ “ვინც უფრო სწრაფად ირეაგირებს ბრძოლის ველზე ამ მოთხოვნებზე, გაიმარჯვებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით