დიტო საძაგლიშვილი: თსუ-ის ფაკულტეტმა არ ისურვა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება

იურისტი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ ის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
“მრავალი წელია თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. დღეს შემთხვევით გავარკვიე რომ ცხრილში ჩემი სახელი აღარ არის შეტანილი, ანუ ფაკულტეტმა არ ისურვა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება, ისე რომ ჩემთვის არაფერი უთქვამთ საერთოდ”, – ამბობს ის.
დიტო საძაგლიშვილი პრემიერ-ირაკლი კობახიძის განცხადებას უკავშირდება “თსუ-ის აკადემიურ პერსონალში წმენდის ჩატარებაზე”.
“გახსოვთ ალბათ, რუსული კანონის მიღების გამო სტუდენტების გაფიცვისას, კობახიძის (თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე) მუქარა, თსუ-ს აკადემიურ პერსონალში წმენდაა ჩასატარებელიო, ხოდა დაუწყიათ მუქარის ასრულება.
გულწრფელად რომ ვთქვა ძალიან დამწყდა გული, რადგან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა სტუდენტებთან ურთიერთობა, ბევრთან დავმეგობრდი კიდეც”, – წერს დიტო საძაგლიშვილი.
მაისში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორების დიდი ნაწილი “პოლიტიკური ნიშნით” არის შერჩეული.
“ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია ვის მხარეს, და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია, შეიძლება, პოლიტიკური მიკერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როცა არც კვალიფიკაცია გაქვს, თან პოლიტიკურად მიკერძოებული ხარ, აქ ჩანს, სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ეხება პროფესურის ძალიან დიდ ნაწილს. შესაბამისად, ეს არის ჩაკეტილი წრე, ამის გამო მთლიანად სისტემა არის მოშლილი”.

ასევე დაგაინტერესებთ