დედაქალაქის სამი ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ „ევროპის მარში“ ეწყობა

დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ „ევროპის მარში“ ეწყობა. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით დაიძრნენ მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მანამდე, ასევე მარშით შეუერთდნენ „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილები.
მსვლელობის მონაწილეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზები რუსთაველის გამზირზე, ასევე მარჯანიშვილის მოედნისა და მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარედ.
რაც შეეხება თითოეულ ლოკაციას, მარშის მონაწილეებმა, რომლებიც მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ დაიძრნენ, ბანერი გაშალეს წარწერით „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა“. აქ შეკრებილებს პოლიტიკოსები, მათ შორის პარტია „ახალის“ წევრები და მხარდამჭერები, ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრები შეუერთდნენ.
სხვადასხვა შეძახილით მიემართებიან აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდანაც. ისინი სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“; „საქართველოს გაუმარჯოს“.
რაც შეეხება პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც მარჯანიშვილის მოედნიდან დაიძრნენ, მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“. ასევე, მოქალაქეებს ხელში უჭირავთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.
სამივე მსვლელობა ევროპის მოედანზე უნდა დასრულდეს, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“