,,დაჯერებაც მიჭირს, რომ იმ მატჩზე ვწერ, რომელიც უკვე აღიარეს ფეხბურთის სპეციალისტებმა და კომენტატორებმა პირველი ტურის საუკეთესო თამაშად“ – დავით ზურაბიშვილი

,,დაჯერებაც მიჭირს, რომ იმ მატჩზე ვწერ, რომელიც უკვე აღიარეს ფეხბურთის სპეციალისტებმა და კომენტატორებმა პირველი ტურის საუკეთესო თამაშად“ – დავით ზურაბიშვილი
ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი საქართველოს ნაკრების თამაშზე:
,,
გინდა ასე გაარჩიე, გინდა ისე, ფეხბურთი იმიტომაც არის ყველაზე მაგარი სპორტი, რომ ყოველი შეხვედრა არის ცხოვრებისეული დრამა, რომელიც მუდამ სავსეა მოულოდნელობებით. ზოგჯერ ეს მოულოდნელობა სასიამოვნოა, ზოგჯერ უსიამოვნო, ზოგჯერ სამართლიანობა იმარჯვებს, ზოგჯერ უსამართლობა, ზოგჯერ უდიდეს სიხარულს მოგგვრის, ზოგჯერ უდიდეს მწუხარებას, მაგრამ ყველა ამ დრამის მონაწილე, ვინც ღირსეულად იხდის თავის ვალს, ვინც თავგანწირვით იბრძვის და იღწვის, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში იმსახურებს პატივისცემას და სიყვარულს.
დღევანდელი თამაშიც ნამდვილი დრამა იყო, რომლის შედეგიც არ მგონია სამართლიანი. ალბათ უფრო ლოგიკური ფრე იქნებოდა და მიუხედავად შეცდომებისა, ჩვენი ნაკრები იმსახურებდა მეორე გოლს. ახლოსაც ვიყავით მიზანთან, მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვი, ფეხბურთი ცხოვრებასავითაა, ზოგჯერ გიმართლებს და ზოგჯერ არა. ამჯერად არ გაგვიმართლა, თუმცა ბიჭებმა ნამდვილად თავდადებულად იბრძოლეს, რის გამოც მათ მხოლოდ მადლობა ეთქმით.
ახლა ამას ვწერ და სადღაც იმის დაჯერებაც მიჭირს, რომ საქართველოს ნაკრებზე ვწერ და მის პირველ მატჩზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე, რომელიც უკვე აღიარეს ფეხბურთის სპეციალისტებმა და კომენტატორებმა პირველი ტურის საუკეთესო თამაშად. არადა ჩემი ცხოვრების ნახევარი ისე გავატარე, ასეთ რამეზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა და ბევრი არც ოცნებობდა.
თუმცა, ჭამაში მადის მოსვლისა არ იყოს, ეს მხოლოდ დასაწყისია. ცხოვრება გრძელდება. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და მეტი შეგვიძლია. მთავარია საკუთარი თავის ვირწმუნოთ. წინ კიდევ გველის თამაშები და სახელოვანი გამარჯვების ბედნიერი წუთები. 🇬🇪⚽️ 🇬🇪 ⚽️ 🇬🇪 ⚽️ 🇬🇪”

ასევე დაგაინტერესებთ