“დათქმა დავარღვიე საპატიო მიზეზით… მაშინ სიბნელე იყო და სიმონავე და…” – ხაბურძანია

კონსტიტუციონალისტი, უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერიან ხაბურძანია, სოციალურ ქსელში, წერს:
გამონაკლისიე. წ. #️⃣#️⃣პოსტი ჩემგან ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში: ითამაშეს რაც შეეძლოთ და არც თუ ცუდად, კარგადაც, იბრძოლეს, ცოტა მაზალი (გამართლება, იღბალი ებრაულად) დაგვაკლდა, თურქებსაც… კვარაცხელია სულ უფრო ემსგავსება ცუდი პერიოდის დავით ყიფიანს (დიდი ფეხბურთელი), კაშია ვერ არის ჩივაძე, ხინჩაგაშვილი და თვით კალაძეც კი, ქოჩორაშვილი ძალიან გავს ცხონებულ ვიტალი დარასელიას, ზიბზიბაძე (რამაზ შენგელიას წააგავს) უფრო ეფექტური იქნებოდა მეორე ტაიმში. მიქაუტაძეს ყოჩაღ! მადლობა ბიჭებს, ყველას და ცალ-ცალკე. მამარდაშვილი მაღალი კლასის მეკარეა, მას აქვს ის, რაც აკლდა ქართველ ნიჭიერ მეკარეებს, მაგრამ შორიდან დარტყმულ ბურთს უნდა ელოდე უფრორე და სიმკვირცხლეა საჭირო უფრო მეტი. ჩაკვეტაძე სასარგებლოა. სან’იოლი ევრო(ატლანტიკური) ანტურაჟია და ანატოლი ნორაკიძე (ქუთაისი ტორპედოს ლეგენდარული მწვრთნელი) აჯობებდა ყველა პარამეტრით, უბრალოდ ეს დიდი მწვრთნელი ადრე დაიბადა. ჰო წინ კიდევ მნიშვნელოვანი თამაშებია, გ ა მ ო ნ ა კ ლ ი ს ე ბ ი ს გაგრძელება თამაშზეა დამოკიდებული, არავის არ ვამადლი, უბრალოდ დათქმა დავარღვიე და საპატიო მიზეზით, ბიჭებო! მომეცით საბაბ(ებ) ი დარღვევისათვის.
P.S. არა და, სტადიონის ჭერს ასე არ უნდა გაეჟონა, სადაა გერმანული ხარისხი და ევროპული სტანდარტები, რაც მე ქუთაისში ცელოფნის ქვეშიდან თამაშები მიყურებია, მარა მაშინ სიბნელე იყო და სიმონავე და წვიმასაც ცხრა სახელი ჰქონდა ნუგზარ ჯუღელის არ იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ