“დაასანქცირეთ საქართველოს მმართველი რუსი ოლიგარქი” – ნათელაშვილი მიუნჰენის კონფერენციის მონაწილეებს

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი, განცხადებას ავრცელებს:

2024 წლის მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ყველა მონაწილეს მინდა ვუსურვო უდიდესი წარმატებები მიუნჰენის ავტორიტეტულ საერთაშორისო კონფერენციას. ორგანიზატორებს ქართველი ხალხის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით, რეზოლუციაში საქართველოს პრორუსი მმართველი ოლიგარქის ივანიშვილის მოხსენიებისათვის. მივმართავ კონფერენციის ყველა მონაწილეს, საქართველო დღეს ოლიგარქ ივანიშვილის მეშვეობით ს პრეზიდენტ პუტინს აყვანილი ყავს მძევლად. ქართველ ხალხს მსოფლიო თანამეგობრობის დახმარების გარეშე მარტო არ შეუძლია ამ დიქტატურის მოცილება. დაასანქცირეთ საქართველოს მმართველი რუსი ოლიგარქი და ამის თაობაზე გააკეთეთ მოწოდება ყველა დემოკრატიული ქვეყნის მთავრობებზე. კონფერენციის ორგანიზატორებს უმორჩილესად ვთხოვთ გაავრცელონ ეს მოწოდება კონფერენციის ყველა მონაწილეზე. უდიდესი პატივისცემით საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ