გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა – “ემპოლიმ” “ფიორენტინასთან” ქულები გაიყო

სერია A-ს მეექვსე ტურში „ემპოლი“ სახლში „ფიორენტინას“ დაუზავდა – 0:0.
მასპინძელთა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 7.0, sofascore 6.9, flashscore 6.8.
„ემპოლი“ 10 ქულით მეექვსე ადგილზეა და 6 ოქტომბერს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება.
ემპოლი – ფიორენტინა 0:0