გმირთა მოედნიდან ვულკანიზაციის ობიექტებსაც აიღებენ

გმირთა მოედნიდან ბენზინგასამართი სადგურების გარდა ვულკანიზაციის ობიექტებსაც აიღებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა. მისი თქმით, ადგილმონაცვლეობის შესახებ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან უკვე მიმდინარეობს.
„კერძო მესაკუთრეებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ შემთხვევაში 3 რეგისტრაციაა, თუმცა ეს უფრო ნაკლები მოცულობის მიწის ნაკვეთებია, შესაბამისად, აქ ღირებულებაც ნაკლები იქნება, მაგრამ ეს აუცილებელია, რომ სატრანსპორტო კვანძის გახსნის მიზნით, სრულად მოხდეს მონაცვლეობა“, – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.
შეგახსენებთ, რომ როგორც დედაქალაქის მერმა მ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ, რადგან სატრანსპორტო კვანძის შესწავლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ იქ არსებული ობიექტების გადატანა და კიდევ ერთი, დამატებითი ზოლის მოწყობა აუცილებელია.
ფოტო: მზია საგანელიძე

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე