გირჩი TV-ს თანამშრომელი სავარაუდოდ დააკავეს

გირჩი TV-ს თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილის სახლში კრიმინალური პოლიცია მივიდა. პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიციამ ის რუსთავიდან თბილისში გადმოიყვანა.
„ნეტგაზეთი“ ამ წუთებში ცდილობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვიოს რა საფუძვლიდ ხდება გიორგი მოსიაშვილის განყოფილებაში გადაყვანა, თუმცა უწყების პრესსამსახურები ჩვენს ზარებს არ პასუხობენ:
„პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი არ ვიცით სად ჰყავთ, არ ვიცით რას ედავებიან ერთადერთი რაც ვიცით ისაა რომ გუშინ იმედმა და პოს ტვ-მ გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუსელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია“ — ამბობს ზურა ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს