„გირჩი“ შექმნილია ივანიშვილის სურვილით და სუს–ი მიერ არის ფორმირებული, დაფინანსებული და დაკვეთებსაც სუს–ი აძლევს“ – გიორგი გუგავა

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
–ბატონო გიორგი, ძალიან კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელებისა და მოხმარების მხრივ. ბევრი ადამიანი დაიჭირეს, მათ შორის, ნარკორეალიზატორები. საინტერესოა, რომ არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არ დაუკავებიათ – საზღვრის დაცვის, საბაჟო სამსახურის,პოლიციისა და სუს–ის თანამშრომლები, რომელთაც ნარკოტიკის შემოტანა–გასაღებაზე კონტროლი ევალებათ. როგორ დავიჯერო, რომ ტონობით ნარკოტიკი ისე შემოვიდა ქვეყანაში და დღემდე ისე იყიდება, რომ ყველას გამოეპარა?
–ჩვენ წინა ინტერვიუებში ვისაუბრეთ, რომ ნარკოტიკების მოხმარება უკვე კატასტროფად იყო ქცეული ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში და ბავშვებშიც კი, სკოლებშიც შეღწეული იყო. ეს ყველაფერი გამოიწვია იმ პროპაგანდამ, რომელიც დაუკვეთეს თავის დროზე. ამ მოტივით შექმნეს პარტია „გირჩი“, ეწევიან ლიბერალურ პროპაგანდას, რომ ნარკოტიკების მოხმარება ჩვეულებრივი ამბავია, არ არის მავნე და საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილს არა მარტო მოხმარების გაზრდა ჰქონდა გათვლილი, არამედ აქ მარიხუანას პლანტაციები უნდა გაეშენებინა, ვითომ სამედიცინო მიზნებისთვის. გახსოვთ, კანონპროექტიც მომზადდა, შევიდა პარლამენტში და საზოგადოების მკვეთრი აღშფოთება რომ არა, ამ კანონსაც გაიტანდა და გააშენებდა მარიხუანას პლანტაციებს. რაც შეეხება ნარკოტიკების შემოტანას საქართველოში. გამორიცხულია, საზღვარზე ნარკოტიკი შემოიტანო, თუ ძალოვანი უწყებები არ გყავს მფარველად და გამორიცხულია, მათი მფარველობის გარეშე გაყიდო ის ნარკოტიკი. გამონაკლისებიც არსებობს, მცირე რაოდენობით ნარკოტიკი შეიძლება შემოაპარო საზღვარზე. ამ ყველაფერს მფარველობს ხელისუფლება, მისი უმაღლესი წარმომადგენლები. მათ გარეშე ვერც ერთი ნარკორეალიზატორი ვერ გაჭაჭანდებოდა. ეს არის ბიზნესი საქართველოში და იქამდე, ვიდრე დიდი ხმაური არ ატყდა, არც რეალიზატორებსა და არც ე.წ. დამდებებს იჭერდნენ. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომლებიც ნარკოტიკების შემოტანა–გავრცელებას უნდა ებრძოდნენ, მის შემოტანა–გავრცელებას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, არავის იჭერენ, რადგან ივანიშვილის ბიზნესის პატრონობით არიან დაკავებულები. ეს არის უზარმაზარი ფული, რომელსაც ის „თეთრი სიკვდილით“ ვაჭრობით შოულობს. ამას დაემატა ისიც, რომ იაფფასიანი, სინტეთიკური ნარკოტიკი შემოიტანეს, ამფეტამინი და ხედავთ, რა საშინელება ხდება, თითქმის დღე არ გავა, ნარკოტიკით გარდაცვლილი ადამიანების შესახებ არ შევიტყოთ. ეს რაც ხმაურდება და რაც არ ხმაურდება, ის კიდევ ცალკე უბედურებაა. ასევე, ფსიქიატრიული კლინიკები გადავსებულია ამ სინთეტიკური ნარკოტიკის მომხმარებლებისგან.
– ნარკოტიკების შემოტანა ერთია, მაგრამ ასეთი ბუმი იმანაც ხომ არ გამოიწვია, რომ აქ, საქართველოში ამზადებენ ამ სინთეტიკურ და სხვა სახის ნარკოტიკს? ყველა ის ნივთიერება, რაც მათ დამზადებას სჭირდება, აფთიაქებსა და სხვა, ჩვეულებრივ ან სპეციალურ მაღაზიებში იყიდება. არც ნარკოლაბორატორიის მოწყობა ჯდება ძალიან დიდი ფული. მოგება კი უზარმაზარი მოაქვს.
– გეთანხმებით, იგივე ჩინური მეთოდით მზადდება ეს ამფეტამინი, ჰეროინის შემცველია. კუსტარული ლაბორატორიაც კი შეგიძლია მოაწყო სოლიდური ხარჯების გარეშე და ეს ამფეტამინი დაამზადო. თუმცა, თუ ასეთი ლაბორატორიები არსებობს, ისინი ვინ უნდა აღმოაჩინოს და დახუროს? იქ დამზადებული ნარკოტიკი ბაზაზრზე რომ არ გავიდეს, ეს ვისი მოვალეობაა? ჩვენი ძალოვანი სტრუქტურებისა და სხვა გზას არ გვიტოვებენ, გარდა იმისა, რომ ამგვარ ლაბორატორიებსა და იქ დამზდებულ ნარკოტიკსაც სუს–ი და პოლიცია მფარველობენ. ეს არის ერის გენოციდი, რაც ახლა ხდება. ამას დაამატეთ ახალგაზრდობის არნახული მიგრაცია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რომელთა რაოდენობა 500 000 კაცს გადასცდა, დეპრესია, უპერსპექტივობა… როდესაც ქვეყანაში შობადობას სიკვდილიანობამ გადაასწრო, სწორედ ამ ფაქტორების გამო ხდება. დიახ, ეს არის ერის გენოციდი და ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა რიცხოვნობა მცირდება დღითი–დღე.
– „გირჩმა“ მოამზადა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ და შესაძლოა, გარკვეული ცვილებების მერე, რამდენიმე თვეში, ის მიიღოს პარლამენტმა. „გირჩის“ ლიდერები აცხადებენ, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ნარკორეალიზატორებს, რომელთა დიდ ნაწილს 15–20–25 წელი აქვს მისჯილი. გასაგებია, მათ ყველას არ გამოუშვებენ ციხიდან, მაგრამ სოლიდურად შეუმცირდებათ სასჯელი და ზოგიერთი გამოვა კიდეც ციხიდან, რადგან ასე მოუწევს. იმ ფონზე, როდესაც ქართველი ახალგაზრდობა იჟუჟება ნარკოტიკით, ამ თემის წამოწევაც კი დიდი თავხედობა და პროვოკაცია მგონია, ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან, არა?
– თავის დროზე, „გირჩი“ შექმნილია ბიძინა ივანიშვილის სურვილით და სუს–ი მიერ არის ფორმირებული, დაფინანსებული და დაკვეთებსაც სუს–ი აძლევდა. დღესაც ასე გრძელდება. თავიდან „გირჩს“ ბიძინა ივანიშვილის მარიხუანას ბიზნესის დაწყება უნდა „გაეპრავებინა“ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მოთთხოვნით. ივანიშვილმა ეს ბიზნესი საქართველოში აღარ დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ მოხდა მარიხუანას მომხმარებელთა დეკრიმინალიზაცია და ვინც მის კულტივაციას ეწევა, მათ მიმართ კანონის შერბილება. „გირჩის“ წარმომადგენლების როტორიკას თუ დააკვირდებით, ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ ქვეყანაში ლეგალური გახდეს ნარკოტიკების გაყიდვაო, მაღაზიებში უნდა გაიყიდოსო. მათ მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ მართული პარტიები– ფრიდონ ინჯიას პარტია, ს პარტია. ხელისუფლების ლიდერებიც ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ ეტყობა, აპირებენ ან ინიციატივას დაუჭირონ მხარი. ჯერ საზოგადოებრივი აზრი უნდა მოითელოს, ბოლოს კი „ნარკო–ოაზისად“ უნდა აქციონ ჩვენი ქვეყანა. უნდა განახორციელონ საქართველოს მტრების მრავალსაუკოვანი ნატვრა–საქართველო ქართველების გარეშე. ვინც საქართველოში ნარკოტიკის პროპაგანდას ეწევა, მათ შორის, მისი ლეგელურად გაყიდვის შესახებ, ის პარტიები უნდა აიკრძალონ და მეტსაც გეტყვით, ასეთი ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის სასჯელი უნდა იყოს დაწესებული. ამნისტიით ამ ნარკორეალიზატორთა გამოშვების მცდელობაც ამის ნაწილია, ქურდბაცაცებსა და ხულიგნებს უტოლებენ „სიკვდილით მოვაჭრეებს“, ვითომ დიდი არაფერი დაეშავებინოთ.
– ამ სინთეტიკური თუ არანორმირებული დოზირებით გაკეთებული ნარკოტიკით რომ ახალგაზრდები იხოცებიან, ამასაც სათავისოდ იყენებენ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეები, „გირჩიც“ და სხვებიც–ნარკოტიკები ლეგალურად რომ იყიდებოდეს, ხალხი სუფთა ნარკოტიკს მოიხმარდა და არა ამ „მკვლელ ნარკოტიკს“, ხალხი აღარ დაიხოცებოდაო. კი, არ მოკვდება, მაგრამ ხომ გაუბედურდება, დაავადდება? ნარკოდამოკიდებული ადამიანისთვის ნარკოტიკს სიკეთე მოეტანოს, ჯერ არ მინახავს და არც გამიგია.
– კი, სუფთა ნარკოტიკმა, როგორც ეძახიან, ხალხი შეიძლება არ დახოცოს, ასეთ პანდემია, დღეს რომ არის, არ გამოიწვევს, მაგრამ იმ სუფთა ნარკოტიკის მოხმარება რატომ არის აკრძალული მთელ რიგ ქვეყნებში და მეტიც, სიკვდილით რატომ სჯიან ნარკორეალიზატორს აზიურ და მუსლიმურ ქვეყნებში, ამაზე არ დაფიქრებულან? ჩინეთში მილიარდ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, ამხელა პოპულაციაა და უმკაცრესი სასჯელებია ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, დიდი ოდენობით ვაჭრობაზე კი სიკვდილით დასჯაა. ისინი უფრთხილდებიან თავიანთ პოპულაციას და აქ, სადაც მგონი, 3 მილიონი ქართველიც აღარ ცხოვრობს, ნარკოტიკების ლეგალიზაცია უნდა მოხდესო. სინთეტიკური იქნება თუ ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ადამიანის ჯანმრთელობას ანგრევს, უპირველესად კი, ფსიქიკას. კაცო, საბჭოთა კავშირის დროს გვიცხოვრია ორივეს, არ იყო მაშინ სინთეტიკური ნარკოტიკი, როგორც „გირჩი“ ამბობს, მაშინ მაღალი ხარისხის ნარკოტიკს ხმარობდნენ, მასობრივად არა, მაგრამ როგორც იყო, და არ გახსოვს ნარკომანების მიერ ჩადენილი დანაშაულობები? ნარკოტიკების გამო მომხდარი მკლელობები? ზედოზირებით დაღუპული ახალგზრდები? დანგრეული ოჯახები და ფსიქიურად დაავადებული ნარკომანები? მეტს აღარ ვიტყვი, რა უბედურება მოაქვს თუნდაც იმ სუფთა ნარკოტიკს. „გირჩი“ აკეთებს „ოცნების“ საქმეს, პროპაგანდას უწევს ნარკოტიკების ლეგალიზაციას,ჩამოაყალიბებენ საზოგადოებრიც აზრს, რომ შემდეგ მოხდეს ლეგალიზაცია. ლამის მარიხუანას მაღაზიები გახსნეს და იგივე უნდათ გააკეთონ სხვა, მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც.
– ამ ბოლო წლებში ძალიან მოხშირდა, სუიციდის შემთხვევები და ასე ვთქვათ, ოჯახური მკლელობები. რა ვიცი, კვირა არ გავა არ გავიგოთ, რომ შვილმა დედა მოკლა, მამა მოკლა, პაპა მოკლა, ვიღაცამ ბიძა მოკლა, ქმარმა ცოლი მოკლა… ამ ფაქტების უმეტესობას მე პირადად, ნარკოტიკს ვუკავშირებ, ესენი ჩადენილია ნარკოტიკული შიმშილის, „ლომკის“ პერიოდში ან ფსიქიური აშლილობისას.
– კი, გეთანხმებით. მეც ასე ვფიქრობ. ამ დანაშულობების უმეტესობა ნარკოტიკს უკავშირდება, მაგრამ ამათ ვერაფერ გააგებინებ, განზრახული აქვთ ქართველი ხალხის გენოციდი და მიზანმიმართულად ადგანან ამ გზას. თუ არ შევაჩერეთ, ესენი მიზანს მიაღწევენ.
– ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. ონკოპაციენტები საპროტესტო აქციებს მართავენ, რომ სახელმწიფოდან მათი სხივური და ქიმიური თერაპიით მკურნალობის ლიმიტი მხოლოდ 25 000 ლარია წელიწადში და მის გაზრდას ითხოვენ. ამ ხელისუფლებამ ისიც მოახერხა, რომ ონკოპაციენტები საწოლებიდან წამოაყენა და ქუჩაში გამოიყვანა.
– საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარამდეა. ეს ფული საკმარისია ონკოპაციენტების სრული, ულიმიტო დაფინანსებისთვის – ოპერაციების, სხივური და ქიმიო თერაპიისა და რეაბილიტაციისთვის. ეგ არის, ეს ფული არ იხარჯება მიზანმიმართთულად. შექმნილია ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებიც ხაპავენ ამ ფულს. ამას წინათ მომიყვა ერთმა ონკოლოგმა, ურთულეს მანიპულაციას როდესაც ვატარებ, ხერხემლის ძვლიდან ამომაქვს სითხე და იქიდან დგინდება, არის თუ არა სიმსივნის უჯრედები, 25 ლარი მხვდება, როდესაც ეს მანიპულაცია 1000 ლარამდე ჯდებაო. გამდიდრნენ კერძო კლინიკები ბიუჯეტის ხარჯზე. თან თითქმის ყველა, ბანკებს და ფარმაცევტულ კომპანიებს ეკუთვნით, რომლებიც უამისოდაც ღლიტავენ ხალხს. 25 000 ლარი შეიძლება დაჯდეს ერთი ქიმიოთერაპია, მეტიც კი და თუ წელიწადში 2 და 3 ამ ფასიანი ქიმიო თერაპია სჭირდება ადამიანს, აღარ აფინანსებენ, ამით პირდაპირ ეუბნებიან, მოკვდიო. სამაგიეროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები გამდიდრდნენ ბიუჯეტის ფულით, ჩალის ფასად ყიდულობენ სახელმწიფო ქონებას, ტენდერებიდან შოულობენ ფულს, საკუთარ ბიზნესებს აფინანსებენ ბიუჯეტის ფულით, ახლობლებს უფინანსებენ. მერე ეს ხალხი, ვისაც არ უფინანსებენ 25 ლარის ზემოთ მკურნალობას, ევროპის ქვეყნებში მიდიან. იქ უფასოდ მკურნალობენ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტული დაავადების მკურნალობას არ აფინანსებენ. ამ ევროპის მთავრობებს, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო კითხვაზე პასუხად სწერს, ჩვენ ამ დაავადებებს ვკურნალობთო. მაგალითად, ონკოპაციენტების ქიმიო და სხივური თერაპიის ხარჯები გვიდევს ბიუჯეტშიო. იმას არ ეუბნებიან, რომ 25 000 ლარიანი ლიმიტი აქვთ დაწესებული. წვალებით ევროპაში ჩასულ ჩვენს მოქალაქეებს აღარ მკურნალობენ, რადგან იქაური კანონმდებლობა უშლის ამაში ხელს და უკან აბრუნებენ. თავად არ მკურნალობენ და იმაშიც ხელს უშლიან, რომ სხვა ქვეყნებმა უმკურნალონ. მათ შორის ბევრი ბავშვია. შვილები არ ჰყავთ? ესენი არაადამიანები არიან!!!

ასევე დაგაინტერესებთ