გიორგი კახიანი – სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები უკვე აღარ მიკვირს – პრეზიდენტობის განმავლობაში, სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები მე უკვე აღარ მიკვირს – სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს პრეზიდენტობის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მთავრობის თანხმობის გარეშე საქართველოს პრეზიდენტის მიუნხენის კონფერენციაზე დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა.
მისივე თქმით, ის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტის განხორციელებაზე მთავრობის მხრიდან თანხმობა არ ექნება გასაკვირი არ არის, რადგან პრეზიდენტი სრულიად დაცლილია სახელმწიფოებრივი ხედვისაგან და მისი განცხადებები ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს.
ს მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები მე უკვე აღარ მიკვირს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებითაც კი მან უკვე ჩაიდინა არაკონსტიტუციური ქმედებები და ამას აგრძელებს. ის, რომ მას არ ექნება თანხმობა მთავრობის მხრიდან, არც ეს არის გასაკვირი იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური გზავნილები სრულიად წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში და სრულიად თანხვედრაშია რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ხედვასთან. როდესაც ქალბატონი სალომე სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ტრიბუნიდან საუბრობდა, მე წარმოდგენა მქონა, რომ ოპოზიციის რომელიღაც წარმომადგენელი საუბრობდა იმიტომ, რომ სრულიად დაცლილია სახელმწიფოებრივი ხედვისაგან და ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს. მე არ მიკვირს მისი ასეთი ქმედებები, სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს პრეზიდენტობის განმავლობაში“, – განაცხადა კახიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ